ჩვენ შესახებ
ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულად მოთხოვნადი გახდა ნატურალური პროდუქტი და ჯანსაღი კვება. სწორი ხედვების და დაგეგმარების შემთხვევაში, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი აწარმოოს ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
ჩვენც ვეხმაურებით ამ მოთხოვნას და მომხმარებლებს ვთავაზობთ ნატურალური რძის პროდუქტებს: დამბალხაჭო, სოფლის კარაქი და ერბო. „მართაბებო“-ს პროდუქტები არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამaტებს.
ჩვენი საოჯახო საწარმო მდებარეობს თიანეთში, სადაც ყველა პროდუქტს ვამზადებთ ბებიისგან გადმოცემული ტრადიციული და დახვეწილი ტექნოლოგიით. წარმოების პროცესი მთლიანად ხელით შრომაზეა დაფუძნებული
ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო და პროექტი „აწარმოე საქართველოში“ მცირედი გრანტის დახმარებით ბიზნესი უფრო ჩქარი ნაბიჯებით განვითარდა. ჩვენი იდეა ფშავის გამორჩეულ ეთნო პროდუქტის - დამბალხჭოს ტექნოლოგიის აღონძინებას მოიცავდა. ამ ტექნოლოგიას, რომელიც 200 წელზე მეტს ითვლის, კულტურის სამინისტომ 2014 წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა, თუმცა ამის მიუხდავად, ბებიების თაობის წასვლასთან ერთად იკარგებოდა უნიკალური ტრადიცია. სწორედ ამ მივიწყებული ტექნოლოგიის გაცოცხლება და დამბალხაჭოს ფართო მასებისთვიას გაცნობა გახდა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია.
ჩვენთვის ძალიან ღირებულია და მადლიერნი ვართ, რომ მოკლე დროში მიზერული რესურსითა და ფინანსური სახსრებით შევძელით მომხმარებლის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. საქმისადმი დიდი სიყვარული გვეხმარება ვიყოთ მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებაზე ორიენტირებული კეთილსინდისიერ მწარმოებელი. ასევე პრიორიტეტულია გრძელვადიანი ურთიერთობები და მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ გულწრფელნი ვართ და მომხმარებელს სიყვარულით ვაწვდით ჯანსაღ, ნატურალურ რძის პროდუქტს, რასაც თავადაც მივირთმევთ. მადლობელნი ვართ ყველა კომპანიის და იმ ხალხის, რომელთაც ნდობა გამოგვიცხადეს და საქმიან პარტნიორად აგვირჩიეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ბევრ ბრენდულ კომპანიასთან, შესაბამისად ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს.
დამბალხაჭოს შესაძენად უკანა ფშავს ან თიანეთს უნდა სწვეოდით. მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ და ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი გავხადეთ სამომხმარებლო ბაზარზე - როგორც რეგიონში, ისე თბილისსა და ბათუმში. ჩვენ შევძელით კარგი კუთხით წარმოგვეჩინა დამბალხაჭო, როგორც ფშავის სავიზიტო ბარათი და კიდევ მეტი ადამიანითვის გაგვეცნო კუთხური კულინარია და ტრადიციები. „მართა ბებოს დამბალხაჭო“-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის დამბალხაჭოს, როგორც პროდუქტის, პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდაში. ჩვენი დამსახურებით უფრო მეტმა მომხმარებელმა გაიცნო დამბალხაჭო, როგორც ფშავის ავთენტური ნაწილი, მისი გამორჩეული კულტი.
ბრენდისთვის მართა ბებოს სახელის დარქმევით, წინაპართა ხსოვნის და პატივისცემის ქართული ტრადიცია გავაგრძელეთ, რითაც ძალიან ვამაყობთ. მართა ბებო ცოცხალი რომ იყოს, ისიც გაიხარებდა და იამაყებდა ამით. ამრიგად, ჩვენს წამოწყებას ვუძღვნით ჩვენი ლამაზი მართა ბებოს ხსოვნას. რომ არა მისი საქმისადმი დიდი სიყვარული, ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა, რაც ჩვენც გვასწავლა და მემკვიდრეობით გადმოგვცა, ჩვენი ხაჭო ასეთი გემრიელი არ იქნებოდა.
საქმე, რომელიც დიდი სიყვარულით კეთდება, აუცილებლად იქნება წარმატებული!