დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone593379222 emailmartabebos@gmail.com

აგროტურისტული სერვისი

როცა პროდუქტი თავის თავში თვითმყოფადი ისტორიისა და ტრადიციის მატარებელია, ორმაგად საინტერესო ხდება არა მარტო ნაწარმი, არამედ მისი დამზადების ტექნოლოგიაც. ახლად დამატებული აგროტურისტული სერვისის მეშვეობით სწორედ ტექნოლოგიურ პროცესში ჩართვას ვთავაზობთ ვიზიტორებს.

 2021 ზაფხულში მოვიპოვეთ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ გრანტი აგროტურიზმის მიმართულებით. საჭირო ინვენტარით, ავეჯით და ინფრასტრუქტურის მოწყობით შევქმენით სასიამოვნო, თბილი გარემო  ტურისტებისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ წარმოების პროცესში,  გასტრონომიულ მასტერკლასებში და დააგემოვნონ კუთხური სამზარეულო. საწარმო-მუზეუმში დაცულია ტრადიციული ტექნოლოგიური ჯაჭვი ტრადიციულ ინვენტართან ერთად, წარმოება მთლიანად დაფუძნებულია ხელით შრომაზე. ტურისტულ მარშრუტებში ობიექტის დასამატებლად ინფორმაცია მივაწოდეთ ტურიზმის დეპარტამენტს და ტურისტულ კომპანიებს. ვიმედოვნებთ, 2022 წლის გაზაფხულიდან პანდემიურად უსაფრთხო გარემოში შევძლებთ  სტუმრების მიღებას. თიანეთში სხვა აგროტურისტული ობიექტი  არ ფუნქციონირებს. ამ  სეგმენტის ათვისებით შევძლებთ ბევრი ტურისტის მოვიზიდვას  და რეგიონის ცნობადობის გაზრდას.

ერთი ტურის ფარგლებში შესაძლებელია 5-10 კაციანი ჯგუფის მიღება. ვიზიტორებს ვთავაზობთ რამოდენიმე ტიპის სერვისს:

1.     საწარმოს გაცნობა - ტურისტი დაათვალიერებს საწარმო-მუზეუმს და მონაწილეობას მიიღებს წარმოების პროცესში - კარაქის შედღვება; ხაჭოს დაწურვა, მარილში გადაზელვა, გუნდების (კვერების) დამზადება და ა.შ.

2.            გასტრონომიული ტური - ტურისტი მონაწილეობას   მიიღებს ტრადიციული კერძების  მომზადებაში, ასევე დააგემოვნებს მას და თან  წაიღებს თავის შემოქმედებას

3.            ტრადიციული ფშაური სუფრა - გამასპინძლება წინაწარ შეკვეთილი, ტრადიციული კერძების, მენიუს მიხედვით

პირველი ორი პაკეტის ღირებულება ძირითადად იქნება ფიქსირებული გამომდინარე სტუმრების რაოდენობიდან,  ხოლო მესამე - არაფიქსირებული,  შერჩეული კერძების მიხედვით.  პაკეტის ღირებულება განისაზღვრება როგორც სტუმრების რაოდენობიდან, ისე  პაკეტის რაოდენობის მიხედვით. შშმ  პირებისთვის,  მრავალშვილიანი ოჯახებისთვის  გათვალისწინებული იქნება ფასდაკლებები

სასურველია ვიზიტის დრო მინიმუმ 3 დღით ადრე  შეთანხმდეს და დაიჯავშნოს

თბილისიდან ერთი საათის სავალზე (65კმ), ჩვენს სტუმართმოყვარე ოჯახურ საწარმო-მუზეუმში დაგხვდებათ თბილი და მყუდრო გარემო ლამაზ ბუნებასთან და გემრიელ კერძებთან ერთად. გელით!