დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone593379222 emailmartabebos@gmail.com

კარაქი

კარაქი — ეს არის ნატურალური რძის პროდუქტი, რომელიც მიიღება რძის შედღვების შედეგად. ზოგადად კარაქის დამზადების ორი მეთოდი არსებობს - რძის სეპარაცია და მუდმივი დღვება. სხვა თანაბარ პირობებში, ამ ორი მეთოდის გამოყენებით მიიღება განსხვავებული გემოს, მაგრამ ერთი და იგივე სარგებლის მქონე კარაქი. საქართველოში არსებული კარაქის უდიდესი ნაწილი დამზადებულია სეპარაციის მეთოდით. გარდა ამისა, ადგილობრივ ბაზარზე არსებული შეფუთული კარაქი თითქმის მთლიანად იმპორტირებულია. ამის მიზეზი, არის ის, რომ ერთი კილოგრამი კარაქის დასამზადებლად საჭიროა 20-25 ლიტრი რძე. ნატურალური რძე იმ მოცულობით, რომ კარაქის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, საქართველოში არ არსებობს, თან რძე ჩვენ ქვეყანაში გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებში. შესაბამისად რძის დღვების შედეგად მიღებული კარაქი უკვე ფუფუნება გახდა. ჩვენი კარაქი სწორედ დღვების შედეგად მიღებული პროდუქტია, რომელიც ფშავში სპეციალურ ხის სადღვებში - ჩხუტში ან ვარიაში იდღვიბება. ვარია წარმოადგენს ცილინდრის ფორმის კასრს, რომელსაც „ცილინდრის ერთი ფერდი“ ამოჭრილი აქვს რძის ჩასასხმელად. სადღვები თოკებით არის ჭერზე ჩამოკიდებული და მისი ორ საპირისპირო მხარეს ხანგრძლივი რყევის შედეგად რძე ორ ნაწილად იყოფა. წარმოიქმნება კარაქი და დო. დოსგან გამოცალკევების შემდეგ კარაქი კარგად ირეცხება ცივ წყალში, რომ მასში დოს მომჟავო გემო  არ იგრძნობოდეს.

მსოფლიოს ბევრ კუთხეში კარაქი ყოველდღიური საჭმელია.ისტორიულად  პირველი მონაცემები კარაქზე თარიღდება ძვ. წ. 1500—200 წწ. კარაქს მოიხსენიებს ძველი აღთქმაც. იგი ხასიათდება მაღალი კალორიულობით, აგრეთვე მაღალი ბიოლოგიური ფასეულობით და ორგანიზმში იოლი შეთავსებით. კარაქი  ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტია, რომელიც ჯანსაღი ნაჯერი ცხიმებისგან შედგება. ის შეიცავს A, E, D და K ვიტამინებს და ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ.კალციუმის ათვისებას.  კარაქი შეიცავს ლეციტინს, იოდინსა და ანტიოქსიდანტებს. ის აფერხებს როგორც სახსრებში მარილის წარმოქმნას, ისე კბილებზე კარიესის გაჩენას. რაც ყველაზე საინტერესოა, კარაქი ხელს უწყობს ბავშვებისა და მოზარდების გონებრივ და ნერვული სისტემის განვითარებას და იცავს ორგანიზმს გასტრო-ენტერო ინფექციებისგან. არა ერთმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ კარაქის მავნე თვისებები, რომლებზეც გასულ საუკუნეში აქტიურად მსჯელობდნენ არ შეესაბამება რეალობას. არ არსებობს საფუძველი დავუკავშიროთ კარაქის მოხმარება სიმსუქნეს, სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას.